საქართველოში საფეხბურთო ტრანსფერების ”ფანჯარა” 15 მარტს იხურება და მანამდე მარტვილის ”მერანმა“ კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება მოასწრო.
წელს ”მერანში“ უკრაინელი ფეხბურთელი ითამაშებს. ეს არის 23 წლის თავდამსხმელი ტარას პუჩკოვსკი, რომელიც უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრების წევრი გახლდათ, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში კი 10 მატჩი ჩაატარა.
მარტვილელთა ახალწვეულს უთამაშია ლვოვის „კარპატში“ და ”ვერესში“, ბოლოს კი „პოლტავაში” ირიცხებოდა. პუჩკოვსკი უკვე საქართველოშია და მარტვილელებთან ერთად ვარჯიშობს.
“მერანში” პუჩკოვსკი მეორე უკრაინელია – შარშან გუნდში თავდამსხმელი სერგეი ტრეტიაკი დაიმატეს, რომელიც 2017 წელს მარტვილელთა საუკეთესო ბომბარდირი გახდა.