მეორე ოქრო 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე - გამყრელიძე ტურნირის ჩემპიონია #1TVSPORT
მეორე ოქრო 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე - გამყრელიძე ტურნირის ჩემპიონია #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში მან ყაზახი დაულეტ იერგეში დაამარცხა და დღეს საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვებული გიორგი ელბაქიძე გახდა,რომელმაც ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი 8:4 დაამარცხა.

შეჯიბრის ფინალურ ბლოკში რამდენიმე წუთში 97კგ-ში ბრინჯაოსთვის ანდრო მარღიშვილი იჭიდავებს.