მეორე გამარჯვება ევროპის ლიგაზე | ქვიშის ფეხბურთი
მეორე გამარჯვება ევროპის ლიგაზე | ქვიშის ფეხბურთი

ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგა წარმატებით დაიწყო – პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარე ტურნირზე საქართველომ ორი მატჩი მოიგო.

პირველ ტურში საქართველოს მეტოქე ბულგარეთი იყო, რომელიც „ჯვაროსნებმა“ 4:3 დაამარცხეს. გოლების ავტორები არიან დავითაძე, თოდაძე, ქოქოლაძე, შამილაძე.

საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა ნორვეგიასთან გამართა და დამაჯერებლად დაამარცხა – 6:3. გოლები გაიტანეს ივანიაძემ (2), შამილაძემ, ქოქოლაძემ, ხვიჩა და გოჩა მახარაძეებმა.

აღსანიშნავია,რომ საქართველოს ნაკრები ბათუმის დინამოს ბაზაზე ჩამოყალიბდა – ეროვნულ გუნდში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ცხრა წარმომადგენელი ირიცხება.