მენი პაკიაომ WBA-ის ტიტული შეინარჩუნა
მენი პაკიაომ WBA-ის ტიტული შეინარჩუნა

ლას-ვეგასში დასრულდა საკრივო საღამო, რომლის მთავარი ბრძოლა ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონ მენი პაკიაოსა და ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ ედრიენ ბრონერს შორის იყო.

პაკიაომ საკმაოდ აქტიურად დაიწყო, პირველ ნომრად მუშაობდა, ბრონერი კი უფრო ერთეულ, ძლიერ დარტყმებზე აკეთებდა აქცენტს. 12-რაუნდიანი ბრძოლის შუაში ფილიპინელის უპირატესობა კიდევ უფრო ცხადი გახდა. მეშვიდე დე მეცხრე რაუნდებში მან, გრძელი და ეფექტური კომბინაციების შემდეგ, კინაღამ ნოკდაუნში გაუშვა მეტოქე. ამერიკელს მხოლოდ თავდაცვაზე უწევდა ფიქრი.

საჩემპიონო რაუნდებშიც პაკიაო აგრძელებდა პირველ ნომრად მუშაობას. საბოლოოდ მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება პაკიაოს მიანიჭეს – 117:111, 116:112. 116:112.

ფილიპინელმა WBA Regular-ის ტიტული შეინარჩუნა.

დატოვე კომენტარი