მენი პაკიაომ შესანიშნავი შვიდეული დაასახელა
მენი პაკიაომ შესანიშნავი შვიდეული დაასახელა

ფილიპინელმა მოკრივე მენი პაკიაომ (60-7-2 39KO) ამერიკელ ედრიენ ბრონერთან (33-3-1, 24KO) ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა შვიდი ყველა ძლიერი მოკრივე, რომელთანაც რინგზე ჩხუბი მოუწია.

„ვფიქრობ, ჩემი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეები იყვნენ ოსკარ დე ლა ჰოია, ხუან მანუელ მარკესი, მარკო ანტონიო ბარერა, მიგელ კოტო, ფლოიდ მეივეზერი, ერიკ მორალესი და რიკი ჰატონი“.

პაკიაოსა და ბრონერის ბრძოლა 20 იანვარს, ლას ვეგასში გაიმართება. მოკრივეები გაითამაშებენ ნახევრადსაშუალო წონაში WBA Regular-ის ტიტულს, რომელიც ფილიპინელს ეკუთვნის.