პრომოუტერული კომპანია Golden Boy-ის პრეზიდენტმა ოსკარ დე ლა ჰოიამ გამოაცხადა, რომ ნახევრადსაშუალო წონაში ფილიპინელი მენი პაკიაოსა და არგენტინელი ლუკას მატისეს ბრძოლა ივლისში გაიმართება.
WBA-ის ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვედრას კუალა-ლუმპური უმასპინძლებს.
“მაქვს პატივი, ოფიციალურად გამოვაცხადო, რომ ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ლუკას მატისე მენი პაკიაოსთან შეხვედრაში დაიცავს. ბრძოლა 14 ივლისს, კუალა-ლუმპურში გაიმართება”, – დაწერა დე ლა ჰოიამ “ტვიტერზე”.
მენი პაკიაომ თავისი ბოლო ბრძოლა 2017 წლის ივლისში ჯეფ ჰორნთან წააგო. ფილიპინელი ერთადერთი მოკრივეა ისტორიაში, ვინც რვა წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი.