ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა მენი პაკიაომ 2021 წლისთვის საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა.
„ვფიქრობ, შევძლებ მომავალ წელს ორი ბრძოლის ჩატარებას. ჩვენ მარტში გვაქვს ფილიპინების მთავრობაში სამუშაო სესიები, ამიტომაც არ ვგეგმავ ამ პერიოდში ჩხუბს“, – განაცხადა პაკიაომ.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის მოკრივე ცოტა ხნის წინ ფილიპინების მმართველი პარტიის პრეზიდენტი გახდა. ასევე დაიწერა, რომ პაკიაომ, შესაძლოა, 2022 წელს საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებზე. თავად მოკრივეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
ვარაუდობენ, რომ 2021 წელს, პაკიაო შეხვდება ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილ ჩემპიონს კონორ მაკგრეგორს. გარდა ამისა, ფილიპინელთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა ტერენს კროუფორდმა.