მემორანდუმი უნივერსიტეტსა და „ტორპედოს“ შორის - თანამშრომლობა ერთობლივ ღონისძიებებს ითვალისწინებს #1TVSPORT
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ტორპედოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ტორპედოს“ პრესსამსახურის ცნობით, თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთბლივ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობას. გარდა ამისა, იგულისხმება სტუდენტებისა და სპორტსმენებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, „ტორპედოს“ შესახებ წიგნის გამოცემა და ა.შ.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ და „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მჭედლიძემ.
შეხვედრას „ტორპედოს“ პრეზიდენტი დავით კერესელიძე, კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ანა წერეთელი, მედიაოფიცერი თორნიკე ღვინიანიძე, მემორანდუმის გაფორმების ინიციატორი, პროფესორი რობერტ გოლეთიანი და სხვა პირები დაესწრნენ.