„მემფისმა“ მარკ გასოლის და მაიკ კონლის გაცვლის ვარიანტებს განიხილავს
„მემფის გრიზლისი“ NBA-ს ჯერჯერობით 19 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა მე-14 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო ზონას ექვსი მოგებით ჩამორჩება.
გუნდის ცუდ თამაშზე მნიშვნელოვნად იმოქმედა მაიკ კონლის და მარკ გასოლის ტრავმებმა. „მემფისს“ დიდი ხნის მანძილზე გუნდის ლიდერების გარეშე უწევდა ასპარეზობა.
ESPN-ის ჟურნალისტის ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით „გრიზლის“ ხელმძღვანელობა ამ დროისთვის გასოლისა და კონლის გაცვლასთან დაკავშირებულ შეთავაზებებს განიხილავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ კალათბურთელები „მემფისს“ აუცილებლად დატოვებენ.