„მემფისი“ 2019-20 წლების სეზონზე აქცენტს სავარაუდოდ ახალგაზრდა კალათბურთელებზე გააკეთებს. მიმდინარე წლის დრაფტის მეორე ნომერი ჯა მორანტი სწორედ „გრიზლისმა“ აიყვანა. აგრეთვე, „მემფისის“ რიგებში ირიცხება წინა წლის დრაფტის მეოთხე პიკი ჯარენ ჯექსონი. გუნდის ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს ზაფხულის ლიგის გამორჩეულ მოთამაშე ბრენდონ კლარკზეც. შეგახსნებთ, რომ მემფისის ღირსებას ასევე იცავს ლიეტუველი ცენტრი იონას ვალანჩუნასი და ტაის ჯონსი.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე გუნდმა „გოლდენ სტეიტიდან“ ანდრე იგუადალა შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მედია აქტიურად საუბრობდა „იგის“ ლოს „ანჯელეს კლიპერსში“ გადასვლაზე, როგორც ჩანს ანდრე 2019-20 წლების სეზონს „მემფისში“ გაატარებს. „ათლეტიკის“ (The Athletics) ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ იგუადალა „მემფისთან“ ერთად სულ მალე სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპში ჩაერთვება, რაც იმას ნიშნავს რომ ანდრეს სხვა გუნდში გადასვლა ჯერჯერობით არ მოხდება.