ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 2022-23 წლების სეზონის პირველი ინდივიდუალური პრიზის მფლობელი გამოავლინა.
რეგულარული სეზონის საუკეთესი დამცველი გახდა „მემფის გრიზლისის“ ფორვარდი ჯარენ ჯექსონი. მისი საშუალო მაჩვენებლები იყო 3.0 დაფარება და 1.0 ჩაჭრა. ჯექსონმა ჟურნალისტთა გამოკითხვაში 65 პირველი ადგილი და 391 ქულა მიიღო.
ამ ნომინაციაში ჯექსონის კონკურენტები იყვნენ „მილუოკის“ ცენტრი ბრუკ ლოპესი (31 პირველი ადგილი, 309 ქულა) და „კლივლენდის“ ფორვარდი ევან მობლი (8, 101).
ჯარენ ჯექსონი მეორე მოთამაშეა „მემფისის“ ისტორიაში, ვინც წლის საუკეთესო დამცველის პრიზი მიიღო. 2013 წელს NBA-ის საუკეთესო დამცველად ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი აღიარეს.