მემარცხენე პარტიის ყოფილი ლიდერი მარტინ შირდევანი აცხადებს, რომ მისი პარტიის ხელახალი არჩევა ოლაფ შოლცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ დამსახურებაა
მემარცხენე პარტიის ყოფილი ლიდერი მარტინ შირდევანი აცხადებს, რომ მისი პარტიის ხელახალი არჩევა ოლაფ შოლცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ დამსახურებაა

ევროპარლამენტის წევრი და „მემარცხენე პარტიის“ ყოფილი ლიდერი მარტინ შირდევანი აცხადებს, რომ მისი პარტიის ხელახალი არჩევა პარლამენტში ძირითადად კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ დამსახურებაა. ამის შესახებ მან „დოიჩე ველესთან“ საუბრისას განაცხადა.

შირდევანის თქმით, მას შემდეგ, რაც ფრიდრიხ მერცმა გამოიყენა ულტრამემარჯვენე პარტიის, AfD-ის ხმები პარლამენტში რეზოლუციის წარსადგენად, გერმანელი ამომრჩევლები მემარცხენეებისკენ გადაიხარნენ, როგორც „ანტიფაშისტური“ პარტიისკენ.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მემარცხენეები დიდი ოვაციებით შეხვდნენ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებას პარტიის შტაბ-ბინაში. როგორც ცნობილია, პარტიამ მოიპოვა 8.5-პროცენტიანი მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში გამოკითხვებში ხუთპროცენტიან ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, რომელიც მას ბუნდესტაგში მოსახვედრად უნდა გადაელახა.