მოსკოვის „სპარტაკის“ შემტევ ნახევარმცველს, გიორგი მელქაძეს რუსეთის პრემიერლიგის ოთხი კლუბი იწვევს, – ინფორმაციას პოპულარული გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ ავრცელებს.
გიორგი მელქაძის ტრანსფერი მოსკოვის „სპარტაკს“ ეკუთვნის, მაგრამ ბოლო 3 სეზონია გუნდში აღარაა – ის განათხოვრებით თამაშობდა „ტოსნოში“, „ტამბოვსა“ და გროზნოს „ახმატში“.
„მოსკოვის „სპარტაკის“ შემტევი ნახევარმცველის გადაყვანა რუსეთის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს სურს. გიორგი მელქაძის მიმართ ინტერესს ტულას „არსენალი“, ეკატერინბურგის „ურალი“, „როსტოვი“ და „ნიჟნი ნოვგოროდი“ იჩენენ. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ „სპარტაკი“ ზაფხულში ფეხბურთელის გაყიდვას აპირებდა“, – წერს გამოცემა.
2020/21 წლების სეზონი 24 წლის მელქაძემ იჯარით გაატარა გროზნოს „ახმატში“, სადაც 24 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. სხვათა შორის, რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა გამოკითხვაში მელქაძემ და მისმა თანაგუნდელმა მეკარე გიორგი შელიამ არჩევანი გააკეთეს, მაგრამ არც ერთმა ხვიჩა კვარაცხელია სამეულშიც არ დაასახელა.