მელბურნში კოვიდია - 600 ადამიანი ავსტრალიის ღია პირველობის წინ თვითიზოლაციაში გადადის, ATP Cup-ზე ოთხი თებერვლის მატჩები გაუქმდა
მელბურნში კოვიდია - 600 ადამიანი ავსტრალიის ღია პირველობის წინ თვითიზოლაციაში გადადის, ATP Cup-ზე ოთხი თებერვლის მატჩები გაუქმდა

დაახლოებით 600 ჩოგბურთელი, ოფიციალური პირი და მომსახურე პერსონალი თვითიზოლაციაში გადავა ავსტრალიის ღია პირველობის წინ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც კორონავირუსი აღმოაჩნდა მელბურნში სასტუმრო Grand Hyatt-ის დაცვის თანამშრომელს. ახლა, ამ სასტუმროში მცხოვრებთ მოუწევთ თავიანთ ნომრებში დარჩენა იქამდე, სანაც ტესტზე უარყოფით პასუხს არ მიიღებენ.

ვიქტორიას შტატის პრემიერმინისტრმა დენიელ ენდრიუსმა სასწრაფოდ მოიწვია პრესკონფერენცია, რათა ინციდენტის შესახებ გამოეცხადებინა და მოუწოდა ყველას, ვისაც სიმპტომები აქვთ – ტესტირება ჩაიტარონ. ამასთან, ენდრიუსმა განაცხადა, რომ არ ელოდება შეფერხებას ავსტრალიის ღიას ჩატარების მხრივ. ტურნირი ორშაბათს იღებს სტარტს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ დაინფიცირებული მცველის გამო, გაუქმებულია ATP Cup-ზე ოთხი თებერვლის მატჩები.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ჩასულმა ყველა ჩოგბურთელმა გაიარა ორკვირიანი კარანტინი და ისინი ამ კვირას დაუბუნდნენ კორტებს.