მეხუთედ ისტორიაში, ნახევარფინალში არ არის სამხრეთამერიკული გუნდი
მეხუთედ ისტორიაში, ნახევარფინალში არ არის სამხრეთამერიკული გუნდი

მსოფლიოს ჩემპიონატს ერთდროულად გამოეთიშა სამხრეთ ამერიკის ბოლო ორი წარმომადგენელი – ტურნირი ურუგვაიმ და ბრაზილიამ დატოვეს.

ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში არც ერთი გუნდი არ იქნება სამხრეთ ამერიკიდან. ასეთი რამ მეხუთედ ხდება ისტორიაში. წინა ოთხი შემთხვევა 1934, 1966, 1982 და 2006 წლებში ფიქსირდებოდა.

ურუგვაიმ 0:2 წააგო საფრანგეთთან, ბრაზილია კი მოულოდნელად 1:2 დამარცხდა ბელგიასთან.

ჩემპიონატზე დარჩენილი ექვსი ნაკრები ევროპას წარმოადგენს. მათგან მხოლოდ ორი გუნდი – საფრანგეთი და ინგლისი იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონები.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!