მეხუთე გამოშვება დასრულდა - საფეხბურთის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ #1TVSPORT
საგანმანათლებლო პროექტის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და GIPA-ს რექტორმა, მაკა იოსელიანმა გადასცეს.
კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავდა, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სემინარებს. მონაწილეებს ფეხბურთის ფედერაციისა და GIPA-ს წარმომადგენლებმა და ლექტორებმა მიმართეს, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და საფეხბურთო განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. კურსის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ ფეხბურთის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა, საზოგადოებასთან ურთიერთბისა და მარკეტინგის საფუძვლები, საფეხბურთო ღონისძიების ორგანიზება, სტადიონების მართვა, უსაფრთოების საკითხები, ფინანსები და სხვა.
საფეხბურთო მენეჯმენტის კურსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით მეოთხედ, GIPA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში კი, უკვე მესამედ ტარდება და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით იმართება. ის უეფა-ს საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია.
აღშსანიშნავია, რომ სერთიფიკატი აიღეს ისეთმა ფეხბურთელებმა რომლებიც ჯერ კიდევ თამაშობენ ან კარიერა ახლახანს დაასრულეს – დაჩი ცნობილაძემ, გიგი იოსელიანმა, გიორგი ჩელებაძემ, ირაკლი კლიმიაშვილმა, ბაჩანა ცხადაძემ, „დინამოს“ პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი ბუხალმა, ტელეკომენტატორმა ამირან შაიშმელაშვილმა, „სამტრედიას“ მენეჯერმა მიხეილ ხუციშვილმა.