მეხუთე გამარჯვება UFC-ში - რომან დოლიძემ ჰოუსი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [ვიდეო] #1TVSPORT
34 წლის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ UFC-ში მე-6 შეხვედრა გამართა, სადაც ის საშუალო წონის რეიტინგის 22-ე ნომერს, ფილ ჰოუსს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
გადამწყვეტი უპირატესობა დოლიძემ პირველი რაუნდის შუაში მოიპოვა – მებრძოლები პარტერში გადავიდნენ, სადაც ქართველმა მეტოქეს მძიმე დარტყმები მიაყენა, შემდეგ კი ფეხი დაუზიანა. რაუნდის დასრულებამდე 50 წამით ადრე რომანმა ჰოუსს მძიმე დარტყმა მიაყენა და დაანოკაუტა.
ამ ბრძოლის შემდეგ, დოლიძეს UFC-ში 5 მოგება დაუგროვდა, კარიერაში კი მას 11 გამარჯვება აქვს მოპოვებული.