მეხიკოში ხანძრის გამო საფეხბურთო მატჩი სხვა ქალაქში ჩატარდება

15:30, 16.05.2019

მექსიკის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალური მატჩი ამერიკასა და ლეონს შორის მეხიკოს აცტეკას სტადიონიდან ქალაქ კერეტაროში იქნა გადატანილი. ამის მიზეზი დედაქალაქის რეგიონში ტყის ხანძრებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება გახდა.

მატჩი ამ ორ გუნდს შორის ერთხელ უკვე გადაიდო და ახლა, როგორც მექსიკის ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, თამაში კერეტაროს სტადიონ კორეხიდორაზე გაიმართება.

მეხიკოს გარეუბნებსა და მეზობელ რეგიონებში ხანძრის ათობით კერა ფიქსირდება და ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადდა.

მექსიკის საფეხბურთო ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ ეტაპზე, ამერიკასა და ლეონის გარდა, წელს ასევე თამაშობენ მონტერეი და ტიგრესი.

მსგავსი