მეხიკოში გამართული შეხვედრა "ოკლაჰომას" რიგით მეცამეტე მარცხით დასრულდა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. “ნბა საზღვრებს გარეთ” ფარგლებში “ოკლაჰომა” “ბრუკლინის” შეხვედრა მექსიკის დედაქალაქში ჩატარდა. მეხიკოში გამართული მატჩი “ოკლაჰომას” მორიგი, რიგით მეცამეტე მარცხით 95-100 დასრულდა.
ბრუკლინელთა რიგებში საუკეთესო ლევერი გამოდგა, რომელმაც 21 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 17 ქულა ჰქონდა რონდაე ჰოლის-ჯეფერსონს.
“ოკლაჰომას” რიგებში 31 ქულით რას ვესტბრუკი გამოირჩა. 11 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კარმელო ენტონიმ. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა სტივენ ადამსმა, რომლის აქტივში 12 ქულა 14 მოხსნა იყო.
სხვა მატჩებში “ვაშინგტონ ვიზარდსმა” სტუმრად აუტსაიდერი “ფინიქს სანსი” 10 ქულის სხვაობით 109-99 დაამარცხა. “ფილადელფიამ” საკუთარ არენაზე “ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” შეიძლება ითქვას რომ მოულოდნელად 107-104 წააგო. ზედიზედ მერვე და რიგით მე-19 გამარჯვება იზეიმა “ჰიუსტონ როკეთსმა”. ტეხასელებმა სტუმრად “იუტა ჯაზს” 112-101 მოუგეს.