მეკარე ალექს მერეტი „ნაპოლის“ ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
მეკარე ალექს მერეტი „ნაპოლის“ ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში ტურინის „იუვენტუსთან“ მიღებული ტრავმის გამო მეკარე ალექს მერეტი „ნაპოლის“ ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

მერეტმა დაზიანება მატჩის პირველ ტაიმში მიიღო და 36-ე წუთზე მის ნაცვლად „ნაპოლის“ კარში 23 წლის ელია კაპრილე ჩადგა, რომელიც „პარტენოპეის“ ზაფხულში „ემპოლიდან“ შეუერთდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მერეტი მოედანს 20 ოქტომბერს დაუბრუნდება, როდესაც „ნაპოლი“ „ემპოლისთან“ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ანტონიო კონტეს გაწვრთნილ „ნაპოლის“ 10 ქულა აქვს და იტალიის სერია A-ში მეორე ადგილზეა.