მეჯიქ ჯონსონის აზრით ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსთან“ ერთად ტიტულის მოგებას შეძლებს (ვიდეო)
მეჯიქ ჯონსონის აზრით ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსთან“ ერთად ტიტულის მოგებას შეძლებს (ვიდეო)

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გადასვლის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა სპორტულ კარიერაში ყველაზე მეტი მატჩი გამოტოვა. ამის მიზეზი კი ტრავმები იყო, რომლებიც ჯეიმსს მოსვენების საშუალებას მთელი სეზონის მანძილზე არ აძლევდა. ზედიზედ რვა პლეიოფის შემდეგ, „მეფემ“ წელს პირველად ვერ მოახერხა საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრა.

ლოსანჯელესური გუნდის ხელმძღვანელობამ რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ გუნდში სერიოზული ცვლილებები განახორციელა. გაუშვეს მთავარი მწვრთნელი ლუკ ვოლტონი, რაც საკმაოდ ლოგიკური ნაბიჯი იყო. მის მაგივრად კი ფრენკ ფოგელი დაინიშნა. თუმცა მეჯიქ ჯონსონის გუნდიდან წასვლა საკმაოდ მოულოდნელი იყო. გუნდიდან წასვლის შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ „ლეიკერსის“ აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა „ი ეს პი ენს“ (ESPN) მისცა. მეჯიქმა ვრცლად ისაუბრა „ლეიკერსიდან“ წასვლის მიზეზებზე და მომავალში ლოსანჯელესური გუნდის ჩემპიონობის შანსებზე.

„ლებრონი „ლეიკერსთან“ ერთად აუცილებლად გახდება ნბა-ს ჩემპიონი”- განაცხადა ჯონსონმა.