მეჯიქ ჯონსონი ამბობს, რომ „ლეიკერსის“ ხელმძღვანელობასთან კვლავ ყოველდღიური კონტაქტი აქვს
მეჯიქ ჯონსონი ამბობს, რომ „ლეიკერსის“ ხელმძღვანელობასთან კვლავ ყოველდღიური კონტაქტი აქვს

„ლეიკერსის“ აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მეჯიქ ჯონსონმა აპრილის დასაწყისში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ლოს ანჯელესური გუნდიდან მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონმა საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და თანამდებობა დატოვა, მეჯიქი აცხადებს, რომ მას თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვს გუნდის ამჟამინდელ მმართველებთან.

„ყველამ იცის, რომ მე ძალიან მიყვარს ლეიკერსი, ასე რომ ყოველთვის დამეხმარები ამ გუნდს. მიყვარს ჩემი გუნდი, ჩემი ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ წავედი, მინდა გითხრათ – „ლეიკერსს“ კვლავ ვეხმარები და საჭირო რჩევებს ვაძლევ. შესაძლოა ოფიციალურად მე აღარ ვარ გუნდში, თუმცა მერწმუნეთ, ყოველთვის ლეიკერსის ერთგული დავრჩები“, – განაცხადა მეჯიქმა „თი ემ ზეტთან“ (TMZ) მიცემულ ინტერვიუში.