მეჯიკ ჯონსონი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის გენერალური მენეჯერის (President of Basketball Operations) თანამდებობიდან გადადგა. ლეგენდარული კალათბურთელის გადაწყვეტილება ლეიკერსსა და პორტლენდს შორის რეგულარული სეზონის მატჩის დაწყებამდე გახდა ცნობილი.
59 წლის მეჯიკ ჯონსონი ამ თანამდებობას ორი წლის განმავლობაში იკავებდა.
მოთამაშის რანგში მას ლოს-ანჯელესურ კლუბთან ერთად ხუთჯერ აქვს მოგებული ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონატი, ორჯერ კი ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) არის აღიარებული. გარდა ამისა, 1992 წელს ის აშშ-ს ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ წელს ლეიკერსი პლეიოფში ვერ გავიდა.