ამერიკელმა მოკრივემ – ფლოიდ მეივეზერმა დაადასტურა, რომ მზად არის UFC-ის რუს ჩემპიონთან – ხაბიბ ნურმადგომედოვთან, ორთაბრძოლა გამართოს. ლაპარაკია ბრძოლაზე კრივის წესებით. მეივეზერი MMA-ის წესებით ჩხუბისთვის მზად არ არის.
„დიახ, ჩვენ ვიჩხუბებთ, – ამბობს ამერიკელი TMZ-ში. – მე მხოლოდ საკუთარი თავის ბოსი ვარ. არ ვიცი, რა ხდება ხაბიბის გუნდში. მაგრამ, ჩემის მხრივ, ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. კრივი თუ MMA? მან გამომიძახა, ამიტომაც ჩემს სამყაროში უნდა შემოვიდეს.“
ხაბიბ ნურმგომედოვმა მჩატე წონაში UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა. მეივეზერმა კი ადრე მაკგრეგორთან ორთაბრძოლა, კრივის წესებით წარმართა და მოიგო.