მეისონ მაუნტმა „მანჩესეტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT
მეისონ მაუნტმა „მანჩესეტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT

მეისონ მაუნტმა „ჩელსის“ დატოვებასა და „მანჩესტერ იუნატედში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა.

„ძნელია, წამოხვიდე კლუბიდან, სადაც გაიზარდე, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევა და ახალი დაუვიწყარი თავგადასავალი გახდება. მათ წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, როგორი ძლიერია გუნდი, რომელსაც შევუერთდი. მოუთმენლად ველოდები, როდის გავხდები გუნდის სრულფასოვანი წევრი და ახალი ტიტულების მოსპოვებლად ვიბრძოლებ“, – განაცხადა მეისონ მაუნტმა.

მეისონ მაუნტი „ჩელსის“ აღზრდილია. მან ლონდონურ კლუბში 195 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 33 გოლი და 37 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში კი მან ანგარიშზე სამი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.