მეისონ გრინვუდი ოჯახურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი - ის უკვე გამოიყვანეს „მანჩესტერის“ შემადგენლობიდან [ვიდეო] #1TVSPORT
მეისონ გრინვუდი ოჯახურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი - ის უკვე გამოიყვანეს „მანჩესტერის“ შემადგენლობიდან [ვიდეო] #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის მეისონ გრინვუდის მეგობარმა გოგონამ ჰერიეტ რობსონმა ფეხბურთელი მისი მისამართით ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, აგრეთვე საკუთარ „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა ვიდეო სისხლიანი სახით.

გარდა ამისა, რობსონმა განათავსა ფოტო, სადაც სახეზე არა ერთი ნაიარევი აქვს და ამას დაამატა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის ჩხუბი მასსა და გრინვუდს შორის.

„ეს არის ყველასთვის, ვისაც სურდა იმის ცოდნა, რას მიკეთებს მეისონ გრინვუდი“, – მიაწერა ერთ-ერთ „სთორის“ რობსონმა.