„მეიჯორ ლიგ სოკერის“ ვარსკვლავების ნაკრებში იბრაჰიმოვიჩი და რუნი ითამაშებენ
ცნობილი გახდა მთავარი ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) „ყველა ვარსკვლავის“ სასტარტო შემადგენლობა. გუნდი დაკომპლექტებულია 3-4-3 სქემით და შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ბრედ გუზანი (ატლანტა იუნაიტედი) – გრემ ზუსი (სპორტინგი კანზას-სიტი), უოკერ ციმერმანი (ლოს ანჯელესი), ლეანდრო გონსალეს პირესი (ატლანტა იუნაიტედი) – ჯონათან დოს სანტოსი (ლოს ანჯელეს გელაქსი), პიტი მარტინესი (ატლანტა იუნაიტედი), ესეკილ ბარკო (ატლანტა იუნაიტედი), ნანი (ორლანდო სიტი) – უეინ რუნი (დი სი იუნაიტედი), კარლოს ველა (ლოს ანჯელესი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ლოს ანჯელეს გელაქსი).
„ყველა ვარსკვლავის“ ნაკრები 3 აგვისტოს შეხვდება მადრიდის „ატლეტიკოს“.