„მაიამისთვის“ მიმდინარე სეზონი საკმაოდ არასტაბილურად მიმდინარეობს. „ჰიტის“ კალათბურთელებს ტრავმებმა მოსვენების საშუალება არ მისცა. ტაილერ ჰერომ კისრის დაზიანების გამო უკვე 7 შეხვედრა გამოტოვა. კორონავირუსის პროტოკოლის გამო 10 მატჩის გაცდენა მოუწია გუნდის ლიდერ ჯიმი ბატლერს.
ფლორიდული გუნდის გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი გახდა ცნობილი. მეიერს ლეონარდს, დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში მხარზე ოპერაცია ჩაუტარდება და ის მიმდინარე სეზონში „მაიამის“ ვეღარ დაეხმარება.
ლეონარდი მიმდინარე რეგულარულში სულ 3-ჯერ გამოჩნდა მოედანზე. მისი საშუალო მონაგარი 3.3 ქულა და 2.3 მოხსნაა. „ჰიტს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 7 მოგება და 13 მარცხი აქვს. ბოლო ათი მატჩიდან ერიკ სპოელსტრას გუნდმა 7 წააგო.