ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მეგან რაპინომ განაცხადა, რომ დათანხმდება ქვეყნის ვიცეპრეზიდენტის პოსტს, თუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს.
„არ მინდა ვინმე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო, მაგრამ ვფიქრობ, რომ შევძლებ ფეხბურთი ვითამაშო და თან ამ საქმით ვიყო დაკავებული. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ თუ თქვენ ვიცეპრეზიდენტი გჭირდებათ, მე მზად ვარ გასაუბრებისთვის. ჩვენ შეგვიძლია დეტალები განვიხილოთ. შეიტანეთ ეს თქვენს სიაში“ – უთხრა რაპინომ ბაიდენსა და მის ცოლს „ინსტაგრამის“ პირდაპირი ეთერში.
ცოტა ხნის წინ, ბაიდენმა მხარი დაუჭირა აშშ-ის ქალთა ნაკრებს მას შემდეგ, რაც სასამართლომ უარყო გუნდის მიერ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესახებ.