მეექვსედ ბოლო შვიდ წელიწადში - პსჟ საფრანგეთის ჩემპიონია
მეექვსედ ბოლო შვიდ წელიწადში - პსჟ საფრანგეთის ჩემპიონია

პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონია.

ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მეორე ადგილზე მყოფმა ლილმა ტულუზა ვერ დაამარცხა (0-0) და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი თეორიულადაც დაკარგა. აღსანიშნავია, რომ პარიზელებს თავიანთი საჩემპიონო მატჩი ჯერ კიდევ დაწყებულიც არ ჰქონდათ, როდესაც ლილსა და ტულუზას შორის მატჩის შედეგი შეიტყვეს.

პსჟ-ს ამჟამად 81 წულა აქვს და მონაკოს უკვე ჩემპიონის სტატუსით ეთამაშება.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა და შაბათს, 27 აპრილს, ქვეყნის თასის მოპოვების შანსიც აქვს. ამისთვის პარიზელებმა ფინალში რენი უნდა დაამარცხონ.