ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, დაშნით ფარიკაობაში მედიატურნირი პირველად ჩატარდა.
მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს რადიო, სატელევიზიო, ონლაინ და ბეჭდური გამოცემების ათი ჟურნალისტი იბრძოდა.
წარმატებით იასპარეზა პირველი არხის ჟურნალისტმა, ნიკა ბერაძემ, რომელიც ფინალში გავიდა და პირველობა დაძაბულ ბრძოლაში ტელეკომპანია აჭარის ოპერატორს, ყოფილ მოფარიკავეს, ზვიად სისაურს დაუთმო.
ორგანიზატორების თქმით, ტურნირის მიზანი ფარიკაობის პოპულარიზაციაა, შეჯიბრება კი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.