მთავარ ფრანგულ საფეხბურთო ტურნირზე, ლიგა „ა“-ში სადებიუტო შეხვედრა ჩვენთვის უცნობმა მოთამაშემ, გიორგი მიქაუტაძემ ჩაატარა.
ლიგა „ა“-ს მე-17 ტურში „ნიცამ“ „მეცი“ 4:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი „მეცის“ შემადგენლობაში შეცვლაზე, 83-ე წუთზე გამოჩნდა – ეს მისთვის სადებიუტო მატჩი იყო.
საერთაშორისო საფეხბურთო ცნობარ „სოკერვეის“ მონაცემებით, 19 წლის მიქაუტაძე პოზიციით თავდამსხმელია და საფრანგეთის მოქალაქე გახლავთ.
ქართველი ფეხბურთელი „მეცში“ 2017 წლის 6 ივლისს ჩაირიცხა და თავიდან გუნდის დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა.