მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მესი ორჯერ უკეთესია კრიშტიანო რონალდოზე
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მესი ორჯერ უკეთესია კრიშტიანო რონალდოზე

ნიდერლანდურმა საინფორმაციო კომპანია SciSports-მა ბელგიის ლევენის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს თვისებების კვლევა.

ანგარიშის მიხედვით, „ბარსელონას“ კაპიტანი სათამაშო მოედანზე ორჯერ აღემატება „იუვენტუსის“ ფორვარდს. კვლევა ბევრი სათამაშო პარამეტრების დახმარებით განსაზღვრავს კოეფიციენტ „ეკვიტის“ ოდენობას. კერძოდ, ანალიზდება ყველა მოქმედება, რომელშიც ფეხბურთელი მონაწილეობდა და მათი გავლენა საბოლოო შედეგზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც კვლევისთვის იყო გამოყენებული, აღებულია 2013-18 წლების პერიოდიდან, რასაც მესის საწინაამდეგოდ უნდა ეთამაშა, რადგან ეს იყო რონალდოსთვის სტატისტიკურად ყველაზე შედეგიანი პერიოდი.

მესის კოეფიციენტმა შეადგინა 1.21, რონალდოსი ორჯერ პატარა გამოვიდა – 0.61. კვლევა იმ აზრამდე მიდის, რომ მესი უფრო ბევრს მოქმედებს ბურთით, ბევრი მომენტის გენერირებას ახდენს და უფრო მეტი გავლენა აქვს მატჩის საბოლოო შედეგზე, ვიდრე რონალდოს.