„მეცის“ მწვრთნელი - არ ვიცი, მიქაუტაძის გაძევებაზე რა რეაქცია უნდა მქონდეს #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში გიორგი მიქაუტაძის გაძევებაზე კომენტარი „მეცის“ მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ გააკეთა და არბიტრის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება არ დამალა.
„ჩვენს კარში დანიშნულმა პენალტმა თითქმის მთლიანად შეცვალა მატჩის მსვლელობა, ყველაფრის გვირგვინი კი მიქაუტაძის გაძევება იყო – არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე. კომენტარს ვერ გავაკეთებ, რასაც ვგრძნობ, ყველაფერი რომ ვთქვა, მაშინვე სადისციპლინო კომიტეტზე გამომიძახებენ და მართლებიც იქნებიან“, – განაცხადა „მეცის“ მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ მსაჯის, რუდი ბუკეტის გადაწყვეტილებას, როდესაც მან „მეცის“ ვარსკვლავი გიორგი მიქაუტაძე 90+6-ე წუთზე კალიმეენდოსთან შეჯახების გამო გააძევა, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
საბოლოოდ, „მეცმა“ 2:3 წააგო, მე-16 ადგილზე დარჩა და ლიგა 1-ის პლეი ოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო საკამათო გაძევების გამო მიქაუტაძე, შესაძლოა, „მეცს“ გადამწყვეტ ორ მატჩში ვერ დაეხმაროს.