„მეცის“ გულშემატკივრებმა „პარიზთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მიქაუტაძე დაასახელეს #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში, „პარიზთან“ შეხვედრაში „მეცის“ საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მიქაუტაძე აღიარეს – ტურის რჩეული Le Républicain Lorrain-მა დაასახელა.
„სენტ-სიმფორიენის“ სტადიონზე ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში „მეცმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. „პარიზის“ კარში ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა, რომელიც გოლის შემდეგაც აქტიურობდა, ძალისხმევა არ დაუკლია, მაგრამ ვითარების შეცვლა ვერ მოახერხა.
ფრანგული გამოცემის ცნობით, გულშემატკივართა გამოკითხვაში მიქაუტაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გამოკითხულთა 23%-მა დაასახელა, მეორე ადგილზე ისმაელ ტრაორე (16%) გავიდა, ხოლო მესამეზე – დანლი ჟან ჟაკი (12%).
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.