„მეცი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, საფრანგეთის ლიგა 1-ში დასარჩენად პლეი ოფის პირველ მატჩში „სენტ ეტიენს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
„სენტ-ეტიენმა“ მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტია. „მეცის“ პირველი საგოლე მომენტი მე-14 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ შექმნა, მაგრამ მეკარემ მასპინძლები გადაარჩინა.
ანგარიში მასპინძლებმა მე-20 წუთზე გახსნეს. მეკარესთან პირისპირ იბრაჰიმ სისოკო გავიდა და ზუსტად დაარტყა. „მეცმა“ დიდი ძალებით შეუტია და 45-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ წონასწორობა ისმაელ ტრაორემ აღადგინა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდი ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ეს 81-ე წუთზე მასპინძლებმა მოახერხეს და ირვინ კარდონას გოლით მატჩი 2:1 მოიგეს.
საპასუხო შეხვედრაში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „სენტ-ეტიენს“ 2 ივნისს უმასპინძლებს.