„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში დასარჩენად „სენტ ეტიენს“ შეხვდება #1TVSPORT
„მეცი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, საფრანგეთის ლიგა 1-ში დასარჩენად პლეი ოფში „სენტ-ეტიენთან“ ითამაშებს, რომელმაც „როდეზი“ 2:0 დაამარცხა.
„სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გავიდა. გუნდმა პლეი ოფის ნახევარფინალში ჯერ „პარიზი“ დაამარცხა (2:2, პენალტების სერიაში – 3:2), შემდეგ კი „სტად ჟოფრუა გიშარზე“ გამართულ შეხვედრაში „როდეზს“ ირვინ კარდონასა და ნათანაელ მბუკუს გოლებით მოუგო.
პლეი ოფის ფინალში „მეცი“ და „სენტ ეტიენი“ ორმატჩიან დაპირისპირებას გამართავენ. პირველ შეხვედრას მიქაუტაძის გუნდი 30 მაისს სტუმრად ჩაატარებს, ხოლო 2 ივნისს „სენტ-ეტიენს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
„მეცის“ თავდამსხმელი მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდება საქართველოს ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 28 მაისს ავსტრიაში დაიწყებს.