„მეცი“ მიქაუტაძის შემცვლელს ეძებს - სავარაუდო კანდიდატი ლისაბონის „ბენფიკას“ თავდამსხმელია #1TVSPORT
ლიგა 1-ში დაბრუნებული „მეცი“ მომავალი სეზონისთვის ახალ თავდამსხმელს აქტიურად ეძებს, რადგან გიორგი მიქაუტაძის წასვლა გარდაუვალია. მას, სავარაუდოდ, „ბენფიკას“ მოთამაშე შეცვლის, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა „რეკორდი“ ავრცელებს.
„საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე ზაფხულის შესვენებაზე „მეციდან“ წავა. გუნდი კი მის ნაცვლად „ბენფიკას“ ფეხბურთელის შეძენაზე ფიქრობს.
გუნდის ხელმძღვანელების ინტერესს იწვევს 21 წლის თავდამსხმელი ენრიკე არაუხო, რომელიც ინგლისურ „უოტფორდში“ თამაშობდა, მაგრამ საიჯარო ვადის დასრულების შემდეგ ლისაბონში ბრუნდება.
შესაძლოა, მან „ბენფიკა“ კვლავ დატოვოს. ეს იმის გათვალისწინებით, რომ კლუბის გერმანელი მთავარი მწვრთნელი როჯერ შმიდტი მომავალ სეზონში მასზე იმედებს არ ამყარებს. „მეცს“ კი მისი იჯარით დამატების კარგი შანსი აქვს“, – ამტკიცებს პორტუგალიური გამოცემა.