„მეცი“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ გიორგი მიქაუტაძეს გამოისყიდის #1TVSPORT
„მეცმა“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ გიორგი მიქაუტაძის გამოსყიდვის პუნქტი გაააქტიურა, – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
გამოცემა Telegraaf-ის ცნობით კი, საკომისიო, დაახლოებით, 13 მილიონი ევრო იქნება, ხოლო „აიაქსი“ ფეხბურთელის სამომავლო ტრანსფერიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებს.
„აიაქსი“ მიქაუტაძისთვის აღებული თანხის სანაცვლოდ 2024 წლის ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ამსტერდამულმა კლუბმა აგვისტოში 16 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა სათამაშო დროის უქონლობის გამო იანვარში ის „მეცში“ იჯარის წესით დაბრუნდა.
ლიგა 1-ში მიქაუტაძემ 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.