მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა „ტვიტერის“ მეშვეობით აცნობა თავის გულშემატკივრებს, რომ მელბურნში ჩაფრინდა.
„არავის უთხრათ… მე აქ ვარ!“ – დაწერა ნადალმა სოციალურ ქსელში.
ესპანელმა ჩოგბურთელმა დაადასტურა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის წინ, მელბურნის ATP250 კატეგორიის ტურნირში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ბოლოს, რაფაელ ნადალი კორონავირუსით დაავადდა, თუმცა ბოლო ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა და ესპანელი ავსტრალიაში ჩავიდა.