ეთიოპიური წარმოშობის ჰოლანდიელმა მორბენალმა სიფან ჰასანმა მძლეოსნობაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი რეკორდი დაამხო, კერძოდ, მან ახალი რეკორდი დაამყარა ერთ მილზე (1609.344 მეტრი) რბენაში.
26 წლის სპორტსმენმა დისტანცია ოთხ წუთსა და 12.33 წამში დაფარა. ეს მოხდა მონაკოში გამართულ „ბრილიანტის ლიგის“ მორიგ ეტაპზე.
წინა რეკორდი ეკუთვნოდა რუს სვეტლანა მასტერკოვას და დამყარებული იყო 23 წლის წინ, 1996 წლის 14 აგვისტოს.
ჰასანი ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა ეთიოპიიდან ჰოლანდიაში 2008 წელს, 15 წლის ასაკში. 2013 წელს მან ჰოლანდიის მოქალაქეობა მიიღო.
ერთ მილზე რბენა მძლეოსნობაში არაოლიმპიური სახეობაა.