მძლეოსნობაში ჩინეთის ჩემპიონატზე ორი უცნაური მონაწილე შენიშნეს 400 მეტრზე ქალების გარბენში: მათი სახელებია – ლიაო მენსიუე და ტუნ ჟენჰუანი.
ამ მძლეოსნებმა პირველი ორი ადგილი დაიკავეს და ეს არ გამოიწვევდა არანაირ უხერხულ მომენტს, რომ არა სპორტსმენების გარეგნული მხარე – ისინი ძალიან გვანან მამაკაცებს. ლიაომ და ტუნმა ესტაფეტაშიც გაიმარჯვეს და დაჯილდოების ფოტოზე ძალიან განსხვავდებიან დანარჩენი ორი თანაგუნდელისგან.
ჩინელი გულშემატკივრები აღშფოთდნენ სავარაუდო ტყუილის გამო და ძალიან გააქტიურდნენ სოციალურ ქსელებში. მოუწია ჩარევა მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციას. ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ორივე სპორტსმენი ქალია, თუმცა ამის დასადასტურებლად გენდერული ტესტების შედეგები არ გამოუქვეყნებიათ.
ლიაოსა და ტუნის უჩვეულო გარეგნობის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ინტერსექსუალობა. აგრეთვე, ჰორმონული პრეპარატების მიღებით გამოწვეული შედეგები.