პარიზის ოლიმპიური თამაშების პირველ სათამაშო დღეს ქალებმა ტრიატლონში გაითამაშეს ოქროს მედლები. ეს სტარტი ერთი დღით გადაიწია მდინარე სენას დაბინძურების გამო, მაგრამ 31 ივლისს ორგანიზატორებმა მაინც გადაწყვიტეს ტრიატლონისტების სტარტზე გაშვება.
55-მა მონაწილემ სტარტი ალექსანდრე III-ის ხიდიდან აიღო. მათ ჯერ ცურვით დაფარეს 1.5 კილომეტრი დისტანცია, შემდეგ 40 კილომეტრი ველოსიპედით გაიარეს და ბოლოს 10 კილომეტრი ირბინეს.
ოქროს მედალი მოიპოვა ფრანგმა კასანდრა ბოგრანმა, რომლის დრო იყო 1 საათი, 54 წუთი და 55 წამი. მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ შვეიცარიელი ჟიული დერონი და ბრიტანელი ბეტ პოტერი.
საფრანგეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე მეექვსე ოქრო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გადავიდა. ლიდერია იაპონია შვიდი ოქროს მედლით.