მცირედით მაინც გააფერადებს თქვენს ყოველდღიურ ფიქრებს - ბათუმის „დინამო“ უკრაინელებს სტადიონზე უფასოდ შეუშვებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ შესანიშნავი ინიციატივა აქვს. რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინიდან ლტოლვილი გულშემატკივრები ბათუმის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონის თამაშზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ – ინფორმაციას ბათუმელთა პრეს-სამსახური ავრცელებს.
„ბათუმის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გუნდის მომავალ საშინაო მატჩებზე დასწრებას უკრაინის მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ. ძვირფასო უკრაინელებო, „აჭარაბეთ არენას“ სალაროებში უკრაინის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, მატჩზე დასასწრები ბილეთი უსასყიდლოდ გადმოგეცემათ“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კლუბი უკრაინისადმი სოლიდარობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს:
„აღნიშნული ინიციატივით გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი თქვენდამი სოლიდარობა და გვჯერა, რომ ჩვენს საოცარ არენაზე მიღებული ემოციები მცირედით მაინც გააფერადებს თქვენს ყოველდღიურ ფიქრებს“.
ბათუმის „დინამო“ უახლოეს საშინაო შეხვედრას 18 აპრილს გამართავს. ბედიის ირონიით, კლუბი ამ დღეს, ელიგის მე-8 ტურში ქართველი დევნილების გუნდს, „გაგრას“ უმასპინძლებს. „აჭარაბეთ არენაზე“ დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება.