მჭედლიშვილის საგოლე პასი ლიდერთან - „გორიცა“ ევროსაგზურისთვის იბრძვის 
მჭედლიშვილის საგოლე პასი ლიდერთან - „გორიცა“ ევროსაგზურისთვის იბრძვის 

გიორგი მჭედლიშვილმა ხორვატიის ჩემპიონატის მე-19 ტურში მშვენიერი მატჩი ჩაატარა და გუნდს საგოლე გადაცემით დაეხმარა.

26 წლის ქართველი მცველის გუნდმა, „გორიცამ“ სტუმრად, მეორე ადგილზე მყოფი „რიეკა“ დაამარცხა, რაშიც ქართველმა მოთამაშემ თავისი წვლილი შეიტანა. 57-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1-ს იყო, მისი საგოლე გადაცემით მეტოქის კარი მატია დვორნეკოვიჩმა აიღო.

ხორვატიის ჩემპიონატის მე-19 ტურის შემდეგ „გორიცამ“ 30 ქულა დააგროვა, „რიეკასთან“ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.