ლევან მჭედლიძემ სერია A-ში ისევ ითამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანს წინა ტურში დაუბრუნდა და იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა. მისი „ემპოლი“ კი გასვლაზე „სპალს“ შეხვდა და ქულა მოიპოვა – 2:2.
მჭედლიძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, 89–ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. „ემპოლიმ“ 13 ქულა დააგროვა და აუტსაიდერთა ზონაში, მე–16 ადგილზეა.
ჯანმრთელად იყო, მაგრამ არ ათამაშებდნენ ვაკო გვილიას, რომელმაც დღეს „ლუცერნის“ ფორმა ისევ მოირგო და გასვლაზე შვეიცარიის სუპერლიგის მე-16 ტურში „სიონთან“ ითამაშა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 75-ე წუთზე შეცვლაზე შეუშვეს, როდესაც ანგარიში 0:0 იყო და გუნდს ვერაფრით დაეხმარა – დარჩენილ წუთებში „ლუცერნმა“ ორი გოლი გაუშვა (0:2) და მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა.