ლევან ჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა და პირველივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა.
28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, „ემპოლიში“ პირველად ითამაშა და გუნდს ქულა მოუტანა.
იტალიის უმაღლესი დივიზიონის (Seria A) მე-6 ტურში მჭედლიძის გუნდმა შინ „მილანს“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა – 1:1. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც სტუმრები 0:1-ს იგებდნენ. მჭედლიძემ 6 წუთში პენალტი მოიპოვა – საჯარიმოში იტალიის ნაკრების მცველს, ალესიო რომანოლის, გადაცემა ჩაუჭრა და კარში დაარტყა – მცველი ბურთს ხელით გადაეფარა და მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ფრანჩესკო კაპუტომ გამოიყენა და „ემპოლიმ“ ქულა მოიპოვა.
საინტერესოა, რომ მჭედლიძე შარშან სწორედ „მილანთან“ შეხვედრაში, 2017 წლის 23 აპრილს დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა. რაც შეეხება ქართველის გუნდს – 6 ტურში მოპოვებული 5 ქულით „ემპოლი“ მე-17 ადგილზეა.