„ლივერპული“ კონკურენციას გაუწევს მადრიდის „რეალს“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ კილიან მბაპესთვის ბრძოლაში. როგორც რამდენიმე ბრიტანული წყარო წერს, მერსისაიდულ კლუბს 22 წლის ფრანგის უფასოდ ხელში ჩაგდება სურს, როცა მას პარიზელებთან კონტრაქტი ამოეწურება – ეს 2022 წლის ზაფხულში მოხდება.
ჭორების მიხედვით, მბაპე არ აპირებს „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას. საფრანგეთის ნაკრების ფორვარდზე ძირითად პრეტენდენტად „რეალი“ მიიჩნევა. პრესის მონაცემებით, მადრიდულ კლუბს მბაპეს გაფორმება უკვე ამ ზაფხულს სურს.
გასულ სეზონში მბაპემ „პარი სენ-ჟერმენში“ 47 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი სატრანსფერი ღირებულება 160 მილიონ ევროს შეადგენს.