„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის კილიან მბაპეს 15 წლის ძმა იტან მბაპე ავტოავარიაში მოხვდა. ინციდენტი პარასკევს პარიზული გუნდის საწვრთნელ ცენტრთან ახლოს, სენ-ჟერმენ-ან-ლეში მოხდა. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „ეკიპმა“.
ავტომობილი Range Rover 4×4, რომელშიც უმცროსი მბაპე მძღოლთან ერთად იმყოფებოდა, Audi-ის მარკის მანქანას შეეჯახა და ამოტრიალდა. პოლიციის ინფორმაციით, Audi-ის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
იტან მბაპე საავადმყოფოში გაამგზავრეს. აღნიშნავენ, რომ მან მსუბუქი ტრავმები მიიღო და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.
გასული წლის ზაფხულში იტან მბაპემ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა „პარი სენ-ჟერმენთან“.