მბაპეს პოპულარობა საფრანგეთში დაეცა, ფრანგების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ის არ უნდა იყოს ნაკრების კაპიტანი #1TVSPORT
მბაპეს პოპულარობა საფრანგეთში დაეცა, ფრანგების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ის არ უნდა იყოს ნაკრების კაპიტანი #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ფორვარდის კილიან მბაპეს პოპულარობა საფრანგეთში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ზაფხულს ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდულ კლუბში გაცვალა.
ფრანგული კომპანია Odoxa-ს კვლევის თანახმად, ფრანგების 54 პროცენტი დადებითად არის განწყობილი ფორვარდის მიმართ, რომლის პოპულარობა აპრილთან შედარებით 12 პროცენტით დაეცა). 58 პროცენტს მიაჩნია ის მეგობრულ ადამიანად (ვარდნა 22 პროცენტი), 57 პროცენტის აზრით ახლოს არის პუბლიკასთან (ვარდნა 19 პროცენტი) და 35 პროცენტი მას მოკრძალებულ ადამიანად მიიჩნევს (ვარდნა 31 პროცენტი).
გამოკითხულთა 73 პროცენტის აზრით, მბაპე წარმატებას მიაღწევს „რეალში“.
ფრანგების 52 პროცენტს მიაჩნია, რომ მბაპე არ შეეფერება საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის როლს, ხოლო 58 პროცენტს სურს, რომ ახალი კაპიტანი გახდეს ანტუან გრიზმანი.